вторник, 18 декабря 2012 г.


პროექტის სახელწოდება: ავტომობილი;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან ავტომობილის აგებულებას, მათ მიერ სხვადასხვა საწვავის წვას და წვის ზეგავლენას ბუნებაზე, გააცნობიერებენ შეკუმშული ჰაერის თვისებებს და მისი პრაქტიკაში გამოყენების საშუალებებს

პროექტის აქტუალობა:  ამ პროექტის მსველობისას მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ავტომობილი კარგი საშუალებაა, მაგრამ მისი გამონაბოლქვი საკმაოდ აზიანებს ბუნებას. საჭიროა ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე ზრუნვა.

პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ავტომობილის სტრუქტურა, შეკუმშული ჰაერის გამოყენების სფეროები;

მონაწილეთა ასაკი: 14 წ.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; მანომეტრი, ანგარიში;  ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები;

პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, მანომეტრის დასამზადებელი ნივთები;


პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლებს დაევალებათ  მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ: ავტომობილის აგებულება, მსუბუქი და მძიმე ავტომობილები, ავტომობილის გამონაბოლქვის ზემოქმედება ბუნებაზე, შეკუმშული ჰაერის გამოყენების სფეროები (მატარებელი, წყალქვეშა ნავი, ნავთობის მოპოვება, ავტომობილები შეკუმშულ აირზე), პროექტის პროცესში მოსწავლეებს დაევალებათ შექმნან მანომეტრის მოდელი.  შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწვლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ბუნებისმეტყველება;


პროექტის ხელმძღვანელი:  ლეილა დუმბაძე;


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  feriis.skola@gmail.com


პროექტის ბლოგი:  ferialeila.blogspot.com

გაკვეთილის გეგმა